მეტეოროლოგიური რადარი
დასავლეთ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეძენილი თანამედროვე მეტეოროლოგიური რადარი ამოქმედდა. რადარის მწარმოებელია მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი ფინური კომპანია „VAISALA“. მეტეოროლოგიური რადარის მეშვეობით შესაძლებელია, დადგინდეს მოსალოდნელი ნალექების რაოდენობა და ინტენსივობა.