გიორგი მარი /ლექსო რატიანი

26 დეკემბერი 2020, 14:46 3614 ნახვა

გიორგი მარი /ლექსო რატიანი

გიორგი მარის სახელი, პირველ რიგში ჯგუფიდან The Black Marrows არის მსმენელისთვსი ცნობილი. ეს ერთ-ერთი აქტიური და საინტერესო ალტერნატიული მიმართულების ჯგუფია, რომლის სულისჩმდგმელმა და ლიდერმა, სიმღრების ავტორმა გიორგი მარმა პანდემიის პირობებში იზოლაციაში ყოფნისას რამდენიმე საინტერესო მუსიკალური კოლაბორაცის შედეგად კიდევ გაამდიდრა საკუთარი რეპერტუარი. ჯგუფისგან დამოუკიდებელ სოლო პროექტს მან Giorgi Marr’s One Man Army  უწოდა.

 სიმღერების ავტორი, შემსრულებელი, გიტარისტი ლექსო რატიანი ჯერ 18 წლისაა, თუმცა მასზე სულაც არ ითქმის დამწყები, ვინაიდან სიმღერების წერა მეტად ადრე 10 წლის ასაკში დაიწყო. პირველი სიმღერა სოფელში გამგზავრების წინა დღეს, თავად ამ ფაქტით აჟიტირებულმა დაწერა.
ლექსოს შემოქმედების მიმართ ყურადღების განმაპირობებელი ქართული მუსიკალური სცენისთვისი ტექსტზე ამგავარად კონცეტირებული სიმღერების სიიშვიათეა. მისი „თევზის სიმღერა“, „ძილი“ კარგად მიიღო მსმენელმა.
ლექსოს შემოქმედებითი პარტნიორი რამდენიმე წელია მუსიკოსი თორნიკე ჯაფიაშვილია.