My Equinox Divine – ალბომი Helios On-Air

25 მარტი 2025, 12:54 272 ნახვა

My Equinox Divine – ალბომი Helios On-Air

My Equinox Divine მუსიკოსი ცოლ-ქმრის მანჩო კოხრეიძისა და არჩილ ბედიაშვილის პროექტია - ორივენი დამოუკიდებლად თბილისური ანდერგრაუნდიდან მოდიან. მათი პირველი გაერთიანება მეტალ მიმართულების ჯგუფ PI Light-ში მოხდა. 2017 წელს ჯგუფის დაშლის შემდეგ მანჩომ და აჩიმ საკმაოდ განსხვავებული სტილისტიკის დუეტი My Equinox Divine ჩამოაყალიბეს.  ჟანრობრივი  დიაპაზონი საკმაოდ დიდი გახლავთ - ინდი ელექტრონიკა, დარკ-პოპი, დრიმ-პოპი თუ ემბიენთი. რვაწლიანი არსებობის მანძილზე დუეტმა არაერთი სინგლი და მცირე ალბომი ჩაიწერა და გამოსცა. 2021 წელს გამოცემული სრული ალბომის Of Glitters and Zen შემდეგ, წელს (2025) თეატრალური წარმოდგენისთვის შექმნილი მუსიკა გამოაქვეყნა ალბომად Helios On-Air. ეს მანჩოს და აჩიკოს პირველი ასეთი გამოცდილება არ არის - მათ ოთხი სხვა სპექტაკლიც აქვთ გაფორმებული და ამ ნაწარმოებების გამოქვეყნებასაც გეგმავენ.