ადამიანი ∞ სამყარო (დაჩი ხასაია)

06 მარტი 2025, 13:39 450 ნახვა

ადამიანი ∞ სამყარო (დაჩი ხასაია)

ადამიანი∞სამყარო - ასეთი სახელი დაარქვა სოლო მუსიკალურ პროექტს დაჩი ხასაიამ, რომელიც მუსიკის წარმოებით სამშობლოსგან დაშორებული, ბელგიაში ცხოვრებისას დაინტერესდა. დაჩი უკვე 10 წელია საკუთარ, ინდივიდუალური ხელწერის მუსიკას ქმნის. სტილისტურ კუთვნილებაზე თუ მიდგა საქმე დაჩის მუსიკა შეგვიძლია მივაკუთვნოთ ფსიქოდელიურ როკს, ლოუ-ფაი ინდის, მისტიკ როკს. ბოლო ნამუშევარი მუსიკოსმა გასული წლის მიწურულს წარუდგინა მსმენელს - ალბომი „სად“, როგორც მისი წინა ოთხი ალბომი ჟანრობრივად მრავალფეროვანია.