26 მაისი 2017, 20:00 801 ნახვა

„უკვდავთა ბაღში" გივი ბერიკაშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ბლექ სი არენაზე“ ლეგენდარული ჯგუფის, „აეროსმითის“ კონცერტი გაიმართა. „მუსიკალურ კალენდარში“ გამოჩენილი შანსონიეს, შარლ აზნავურის დაბადების დღესთან დაკავშირებით მოგითხრობთ მისი ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. და გაგაცნობთ აგრეთვე, ჰოლანდიურ დისკო-ჯგუფს Stars On 45 . გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - ბრიტანეთში სამეფო ოჯახისადმი მიძღვნილი ტელეფილმი „მეფე ჩარლზ III“ გამოვიდა, მერი ჯეი ბლაიჯის ახალმა ალბომმა «Strength of a Woman» დღის შუქი იხილა, ჯეკი ჩანი და სილვესტრ სტალონე ახალ ბოევიკში “ექს-ბაღდადი“ მთავარ როლებს შეასრულებენ და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.