05 მაისი 2017, 20:00 1717 ნახვა

ქართველი კინემატოგრაფისტების წარმატება პეკინის მე-7 კინოფესტივალზე. თბილისის „ბიგ-ბენდმა“ დაარსების მე- 20 წლისთავი იზეიმა. „მუსიკალურ კალენდარში“ მოგითხრობთ სტივ მილერის ჰიტის „აბრაკადაბრას“ შექმნის ისტორიას და რუსეთის ესტრადის პოპ-მეფის ფილიპ კირკოროვის - 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაგაცნობთ მის ცხოვრებასა და შემოქმედებას. გაეცნობით კულტურის, კინოსა და მუსიკის სიახლეებს - სამეცნიერო-პოპულარულმა არხმა National Geographic ალბერტ აინშტაინის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ მხატვრული სერიალი გადაიღო,...ჰოლივუდის ვარსკვლავი, მომღერალი და მსახიობი დორის დეი 95 წლის გახდა,.. ბრიტანეთის სამეფო ფილარმონიულმა ორკესტრმა და ინგლისის ნაციონალურმა ოპერამ პანკ-როკის კლასიკაზე ქავერების ალბომი გამოუშვა და შეიტყობთ აგრეთვე, შოუ-ბიზნესის სხვა სიახლეებს.