მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე ,,ამინდი არ ცნობს საზღვრებს".

24 მარტი 2025, 15:10 2213 ნახვა

მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე ,,ამინდი არ ცნობს საზღვრებს".

მეტეოროლოგიის დღესთან დაკავშირებულ კითხვებზე მპასუხობს - გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეორლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე სოსო ქინქლაძე

1950 წლის 23 მარტს ძალაში შევიდა კონვენცია, რის საფუძველზე შეიქნა მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია (WMO). სწორედ ამ დღესთანაა დაკავშირებული მეტეოროლოგიის მსოფლიო დღედ 23 მარტის გამოცხადება.

WMO გაერო-ს სპეციალიზებული დაწესებულებაა, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წარმოადგენს ინფორმაციის ყველაზე ავტორიტეტულ წყაროს. 

საქართველო WMO - ში გაწევრიანებულია 1993 წლიდან. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქართველო 2022 წელს გახდა WMO-ს ერთერთი პარტნიორი ორგანიზაციის - ევროპის ამინდის საშუალოვადიანი პროგნოზების ცენტრის (ECMWF) ასოცირებული წევრი ქვეყანა.

ამინდის და კლიმატის ფორმირებისა და წყლის წრებრუნვისთვის სახელმწიფო საზღვრების არარსებობის გამო უდიდესი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო თანამშრომლობას მეტეოროლოგიის და ოპერატიული ჰიდროლოგიის სფეროებში.

ძალზე დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების და დონორი ქვეყნების როლი საქართველოში ჰიდრომეტეოროლოგიის დარგის რეაბილიტაციისა და განვითარების სფეროში.