„ნარჩენების მართვის კოდექსი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

24 მაისი 2021, 20:15 8537 ნახვა

„ნარჩენების მართვის კოდექსი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება

საქართველოში ერთ-ერთ გარემოსდაცვით პრობლემას წარმოადგენს გარემოს დაბინძურება ნარჩენებითა და ქიმიური ნივთიერებებით. პრობლემა კომპლექსურია და მოიცავს გარემოს დაბინძურებას საყოფაცხოვრებო ნარჩენებით,  მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებიდან, ასევე სახიფათო და აკუმულირებული ნარჩენების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

დღეისთვის, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში ნარჩენების დახარისხება და მათი შემდგომი გადამუშავება იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი, რომ ნაგავსაყრელებზე ხვდება ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ უმცირესი ნაწილი. დანარჩენი ექვემდებარება გადამუშავებას. როგორია სიტუაცია ამ მხრივ საქართველოში

გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტი - ხათუნა გოგოლაძე გვპასუხობს კითხვებზე- ნარჩენების გადახარისხებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, თანამედროვე გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე.