ხმა ფიორდების ქვეყნიდან

08 ივლისი 2024, 15:02 356 ნახვა

ხმა ფიორდების ქვეყნიდან

ჩვენ ერთხელ უკვე ვიმოგზაურეთ ფიორდების ქვეყანად წოდებულ ნორვეგიაში იან გარბარეკის წყალობით. დღესაც ამ სკანდინავიურ ქვეყანას გადავწვდებით, მის ფოლკლორსს, თანამედროვე მუსიკალურ ენას, ელექტრონულ ექსპერიმენტებს და იაპონური ძენის მინიმალიზმს. ხო, ასე ერთიანად, ერთ მუსიკალურ ტერიტორიაზე მოუყარა თავი ამ ყველაფერს ნორვეგიელმა მესაყვირემ, კომპოზიტორმა, უცნაურმა ვოკალისტმა და ექსპერიმენტატორმა არვე ჰენრიქსენმა.