ამალია როდრიგესის - ფადუ

09 დეკემბერი 2023, 11:55 1115 ნახვა

ამალია როდრიგესის - ფადუ

ფადუ მე-19 საუკუნის ლისაბონის ქუჩებში, ალფამასა და მურერიას კვარტლების კაფეებსა და ტავერნებში იძერწება. ეს ღარიბი, სოციალურად და ეკონომიკურად მარგინალიზებული უბნებია, სადაც ადამიანები თავიანთ ბედისწერაზე ღიღინებდნენ, იხსენებდნენ უკეთეს დროს, ტკბილ მოგონებებს და მწარე რეალობას ბლუზივით დაამღერებდნენ ხოლმე. ამ კვარტლებში იკრიბებოდნენ პოეტები და მეძავები, მეზღვაურები და თავაგდასავლის მოყვარული ახლაგაზრდები. ეს ცოცხალი გარემო იყო, მუდამ ცვალებადი, ლხინისა და ჭირის ულევი ვარიეციებით, ალკოჰოლიც ბევრი იღვრებოდა. ასეთ გარემოში აცუცილებლად გაჩნდებოდა აკუსტიკური კომუნიკაციის სურვილი - ასე დაიწყო ფადუ