ფეროუ სანდერსი - ასტრალური ხმა

10 ოქტომბერი 2023, 12:14 1492 ნახვა

ფეროუ სანდერსი - ასტრალური ხმა

Spiritual Jazz-ის სამი იპოსტასიდან ორზე უკვე ვისაუბრეთ, დღეს ფეროუ სანდერსის დროა. სანდერსის ტენორ საქსაფონი მრავალსახეს ატარებდა, მისი ხმა შეიძლება ამოფქრვეულიყო გრუხუნით და ყველაფერი შთაენთქა, შეეძლო დამტკბარიც ყოფილიყო, მაგრამ მისი ინსტრუმენტი ყველაზე ნამდვილი მაშინ იყო, როცა სხვადასხვა კონტინენტზე მოძიებულ ექსტატურ, მისტიკურ, სულიერ გამოცდილებებს გადმოცემდა და ის ამ საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თავისი სტილი და მუსიკალური ძიებების გზა მან სწორედ კოლტრეინთან მუშაობის დროს იპოვა და ავითარებდა რამდენიმე ათეული წელი. ამ წლების მანძილზე კი მსმენელს რეფლექსიისთვის, საკუთარი თავის კვლევისთვის მუსიკალურ ტერიტორიას სთავაზობდა.