Mañana será bonito კოლუმბიელი მომღერალის კაროლ ჯი-ის მეოთხე სტუდიური ალბომი | FM - ფანტაზიები | 26.05.2024

26 მაისი 2024, 16:54 920 ნახვა

Mañana será bonito კოლუმბიელი მომღერალის კაროლ ჯი-ის მეოთხე სტუდიური ალბომი | FM - ფანტაზიები | 26.05.2024

Best música urbana album

 

  • Winner: Karol G - Mañana Será Bonito

მიმდინარე წლის გრემის კიდევ ერთი ტრიუმფატორი ჩანაწერია „ფმ ფანტაზიების“ რუბრიკა „რელიზის“ თემა - Mañana será bonito კოლუმბიელი მომღერალის კაროლ ჯი-ის მეოთხე სტუდიური ალბომი, რომელიც 2023 წლის 24 თებერვალს ლეიბლმა Universal Music Latino-მ გამოსცა. ჩვიდმეტი ტრეკისგან შემდგარი სტუდიური ნამუშევარი ჟანრობრივად ძირითადად რეგეტონია, მასში მონაწილეობენ სტუმრად მოწვეული სხვა მომღერლებიც: ამერიკელი რომეო სანტოსი, ესპანელი რეპერი კვევედო, კოლუმბიელი შაკირა, პუერტო რიკოელი ჯასტინ ქუილესი, ანჯელ დიორი, მალდი, ესპანელი ბად გიალი, იამაიკელი რეპერი შონ პოლი, პანამელი სეჩი, Ovy on the Drums და მექსიკელი ინდი პოპ ვარსკვლავი კარლა მორისონი. Mañana será bonito-ს კომერციული თუ კრიტიკოსების შეფასების  მხრივ წარმატების პარალელურად, გახდა ქალის მიერ შესრულებული პირველი ესპანურენოვანი ალბომი, რომელმაც მიაღწია პირველ ადგილს აშშ-ს Billboard 200-ეულში და რელიზიდან ერთ კვირაში გაიყიდა 94000 ეგზემპლარად. ჟურნალ როლინგ სტოუნთან ინტერვიუში კაროლ ჯიმ განმარტა კონცეფცია და თქვა: „ეს ნამდვილად წარმოადგენს ჩემს ცხოვრებაში კონკრეტულ ეტაპს. ალბომის სათაური არის ფრაზა, თარგმანში „ხვალ ყველაფერი მშვენივრად იქნება“, რომელსაც საკუთარ თავს ვუმეორებდი, მაშინ როცა, პირიქით, არაფერი არ იყო კარგად. ვამჩნევ, რომ არტისტები ძალიან ცდილობენ საკუთარ შემოქმედებას უპოვონ უნიკალური კონცეფცია, იყვნენ ძალიან ექსპერიმენტულები, მე ეს მომწონს, ეს კარგი გზაა ხელოვნების შესაქმნელად. მაგრამ ამ ალბომის კონცეფცია მხოლოდ და მხოლოდ მე ვარ“. Mañana Será Bonito- მა მოუტანა შემსრულებელს კარიერაში პირველი გრემის ჯილდო ნომინაციაში საუკეთესო Música Urbana ალბომისთვის 66 -ე ყოველწლიური გრემის ცერემონიაზე. ასევე, ალბომმა და მასში შესულმა კომპოზიციებმა მოიპოვეს შვიდი ნომინაცია ლათინური გრემის ყოველწლიურ დაჯილდოვებაზე, საიდანაც დაიმსახურა მხოლოდ სამი: მათ შორის წლის ალბომი და საუკეთესო ურბანული მუსიკალური ალბომი. მიგეწერა ბარემ მესამეც...