Daft Punk კარიერა დაასრულა - ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკალური ჯგუფის 28 წელი

28 თებერვალი 2021, 14:27 1225 ნახვა

Daft Punk კარიერა დაასრულა - ყველაზე პოპულარული ელექტრონული მუსიკალური ჯგუფის 28 წელი

ფრანგულმა დუეტმა Daft Punk-მა კარიერა დაასრულა. რატომ? - მიზეზი უცნობია. ელექტრონულ საცეკვავო მუსიკაში ერთერთმა ყველაზე გავლენიანმა ფორმირებამ, მიზეზების აუხსნელად, მოღვაწეობა დაარსებიდან ზუსტად 28 წლის თავზე შეწყვიტა. მუსიკის ეს ელექტრო-ღმერთები ფრანგები არიან: ტომას ბანგალტერი და გი-მანუელ დე ომემ ქრისტო. ისინი პუბლიკის წინაშე მუდამ ექსტრავაგანტული კიბერკოსტიუმებით, სრულად დაფარული სახით წარსდგებოდნენ ხოლმე. შორეულ 90იანებში ამ ორმა, სამყაროს ელექტრონული მუსიკა, სხვაგვარად მოასმენინა... მათმა სულში ჩამწვდომმა ტრეკებმა მსმენელი „გაზარდა, დააბრძენა“...
Daft Punk-მა გამოსცა ოთხი სტუდიური ალბომი, უკანასკნელი 2013 წელს. დუეტის აქტივში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს - გრემის 6 პრემიაა, მათ შორის ნომინაციებში: “წლის ჩანაწერი” და “საუკეთესო პოპ-შესრულება ჯგუფის” მიერ... მუსიკოსებს 12 მილიონზე მეტი ალბომი აქვთ გაყიდული. რატომ უყვართ Daft Punk-ი?! დღევანდელ „ფმ ფანტაზიებში“ გავარკვიოთ... გავიხსენოთ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული ელექტრონული ჯგუფის, ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული ეტაპები. მოგიყვებით საიდან დაიწყო ლეგენდის ისტორია? რა შთააგონებდა ფრანგულ დუეტს ასეთი მუსიკის შესაქმნელად?