საუკეთესო 10 სიმღერა თქვენი აუდიო სისტემის ტესტირებისთვის, ნაწილი 1

27 მარტი 2021, 16:57 607 ნახვა

საუკეთესო 10 სიმღერა თქვენი აუდიო სისტემის ტესტირებისთვის, ნაწილი 1

შეგიძლიათ საგულდაგულოდ შეარჩიოთ სიმღერები, რომელიც იდეალურია თქვენი სტერეო დინამიკების ხარისხის შესამოწმებლად? ეს უსათუოდ სხვადასხვა ჟანრის ტრეკები იქნება... ალბათ, არ იქნებით წინააღმდეგნი, თუკი დღეს „რადიო აჭარა“ შემოგთავაზებთ რამდენიმე კომპოზიციას, რომელთა მეშვეობით თქვენი აუდიო სისტემის რეალური შესაძლებლობებს დაადგენთ. „FM ფანტაზიებში“ მოისმენთ შთამბეჭდავი და განსხვავებული ჟღერადობის მრავალფეროვან ნაკრებს, რომელიც თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ, წყვილი დინამიკის ყველა ასპექტით მუშაობის შესამოწმებლად: მაღლიდან დაბალი სიხშირეების ხარისხით დაწყებული, რიტმითა და დინამიკით დამთავრებული. ის, რაც წინ გელოდებათ, რათქმაუნდა მუსიკალური ნამუშევრების არასრული სუბიექტური სიაა, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი გადაცემის საეთერო ფორმატში ვერ ჩაეტეოდა.