12 თებერვალი 2023, 15:52 2439 ნახვა

ბიზნესის მხარდამჭერი აქტივობები აჭარაში

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა იმ კომპანიათა რიცხვი, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში დაფინანსების მოძიებას შეეეცადნენ - როგორია ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის - კითხვებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი გიგა ფაიქიძე პასუხობს.

 გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, ბათუმში გამოკითხული ახალგაზრდების 52% მეწარმეობისა და სტარაპის შესახებ მცირედ არის ინფორმირებული - როგორია კვლევის სხვა შედეგები ახალგაზრდების ადგილობრივად თვითრეალიზაციასთან დაკავშირებით - კითხვებს ბათუმის ტექნო პარკის მენეჯერი ქეთევან ბულისკერია პასუხობს.

 საქართველოს ბიზნეს ასოციაციის კვლევის თანახმად, 2022 წლის IV კვარტალში, იმ კომპანიათა წილი, რომლებსაც საჭირო კადრების მოძიებასთან დაკავშირებით სირთულეები შეექმნათ, 14.6%-ით გაიზარდა - რა ტიპის მხარდაჭერაზე აკეთებენ დონორები კომპანიებისთვის ამ ფონზე - კითხვებს "თიბისი ბანკი"-ს ბიზნესის მხარდამჭერი გუნდის წარმომადგენელი ანა თოთიბაძე პასუხობს.