01 მაისი 2022, 16:29 3117 ნახვა

საქართველოს აგროსექტორი 2021-2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2021 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში ხორბლის, ქერის და კარტოფილის წარმოება, 2020 წელთან შედარებით, გაიზარდა, ხოლო სიმინდისა და ბოსტნეულის შემცირდა - ნიშნავს თუ არა ტენდენცია აგროსექტორის განვითარებას და როგორ შეიძლება აისახოს ეს პროცესი ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე - კითხვებს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის კონსულტანტი მამუკა თურმანიძე პასუხობს.

 წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს, ყურძნის და ხილის წარმოება შემცირდა, ხოლო ციტრუსის გაიზარდა - რა გამოწვევების წინაშე დააყენა სოფლის მეურნეობა საქართველოში პანდემიამ და უკრაინაში რუსეთის აგრესიამ და როგორი შეიძლება იყოს სექტორის დივერსიფიცირების სტრატეგია ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში - კითხვებს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი პასუხობს.

 ქვეყანაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ნახევარზე მეტმა მინიჭებული სტატუსი დაკარგა - რატომ ვერ მუშაობს დასავლეთში აპრობირებული წარმატებული მოდელი საქართველოში ეფექტურად, მნიშვნელოვანი შეღავათების მიღების შესაძლობლობის მიუხედავად - კითხვებს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ჰამლეტ სანიკიძე პასუხობს.