12 ივნისი 2022, 16:02 2937 ნახვა

ევროკავშირის კითხვარის ეკონომიკური ნაწილი

"ჰერითიჯ ფაუნდეიშენი"-ს მონაცემებით, 2016-2021 წლებში საქართველოს გლობალური ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი უმჯობესდებოდა, ხოლო კორუფციის აღქმის მაჩვენებელი უარესდებოდა - რა გავლენა შეიძლება იქონიოს საერთაშორისო რეიტინგებმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე - კითხვებს "თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი"-ს დირექტორი ვახტანგ ჭარაია პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016-2021 წლებში, 2020 წლის გამოკლებით, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მზარდი იყო, თუმცა გამოწვევად კვლავ რჩება ინფლაციის მაღალი დონე და უმუშევრობა - რა როლი შეიძლება ითამაშოს დაფიქსირებულმა ტენდენციებმა ევროკომისიის მიერ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საერთო დონის შეფასების პროცესში - კითხვებს ეკონომისტი ნინო კონცელიძე პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016-2021 წლებში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იზრდებოდა, თუმცა მასში ევროკავშირის ქვეყნების წილი მცირდებოდა - იქცევა თუ არა აღნიშნული ტენდენცია დამაბრკოლებლად საქართველოსთვის ევროპულ ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის გზაზე - კითხვებს "ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრი"-ს პრეზიდენტი რამაზ გერლიანი პასუხობს.