როგორ აღელვა სოცლიალური ქსელები მუქკანიანი არიელის გამოჩენამ და როგორი იქნება ახალი ავატარი - კინობლოგი #1

20 ოქტომბერი 2022, 11:58 794 ნახვა

როგორ აღელვა სოცლიალური ქსელები მუქკანიანი არიელის გამოჩენამ და როგორი იქნება ახალი ავატარი - კინობლოგი #1

კინოინდუსტრიაში გარდამტეხი მომენტები თითქმის ყოველ 30 წელში ერთხელ ხდება. 1930 წელს გაჩნდა ხმოვანი კინო. 1950 წელს ტელევიზია, 1980 წელს საკაბელო ტელევიზიამ შემოიტანა თავისი წილი განახლების, მარტო MTV-ს ხსენება რად ღირს.  2010 წლის ბოლოსთვის დაიწყო სტრიმინგული სერვისების ერა. რამაც ადრე ტელემაყურებლებისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სატელევიზიო სერიალები, სიდკომების ფორმატიდან მაღალბიუჯეტურ და მაღალი მხატვრული ღირებულებების მინი ფილმებად აქცია. რომელთა საკასო მოგების ხვედრითი წილი ტოლს არ უდებს მხატვრულ სრულმეტრაჟიანი ფილმების მონაგარს.

პოსტპანდემიური ეპოქა კინოსამყაროში სტრიმინგ სერვისების აღმავლობის ხანად შეიძლება ჩაითვალოს. 2022 წლის მონაცემებით, სტრიმინგმა 30% გაუსწრო სატელევიზიო ეთერების საერთო ჯამს. რაც იმას ნიშნავს, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სცილდება ტელევიზიების გაწერილ სამაუწყებლო ბადეს და სტრიმინგ პლატფორმების საშუალებით, არჩევანს სასურველი კონტენტის სასურველ დროს ხილვაზე აკეთებს. რაც სავსებით გასაგები და ლოგიკურიცაა.

ჩვენ ამ გადაცემების ციკლში არაერთხელ ვისაუბრებთ სტრიმინგების ისეთ გიგანტებზე როგორიცაა ნეტფლიქსი. დისნეი პლიუსი, ამაზონი და სხვა. თუმცა ჯობია ახლა იმაზე ვსაუბროთ, რასაც კონკრეტულად ეს სერვისები გვთავაზობენ. ანუ, ფილმებზე და სერიალებზე.

ამ გადაცემაში მოისმენთ თუ როგორ აღელვა სოცლიალური ქსელები მუქკანიანი არიელის გამოჩენამ, როგორი იქნება ახალი ავატარი და რატომ დააბრუნა სტივენ სპილბერგმა დიდ ეკრანზე ვესტსაიდური ისტორია. თუმცა, მხოლოდ ეს როდი იქნება. ასე რომ ჩართე და გვისმინე, რომ მერე  სიამოვნებით უყურო.