რას ვუყუროთ

03 ნოემბერი 2022, 17:07 664 ნახვა

რას ვუყუროთ

კითხვა რას ვუყურო დღეს იმდენად აქტუალურია რამდენადაც კითხვა რა მივირთვა. კინოკომპანიები და სტრიმინგ სერვისები ერთმანეთს ეჯიბრებიან ვინ უფრო უცხო, მიმზიდველ და გაყიდვად პროდუქტს შესთავაზებს მაყურებელს. ხშირად, მაყურებელთა გადმობირების და მოგების გაზრდის სურვილით ანთებულები თავადაც კარგავენ რეალობის აღქმას და შეუძლიათ ისე გაერთონ თავიანი გამოგონილი კინო კანონებით და შაბლონებით რომ სავსებით მოწყდნენ რეალურ სამყაროს. მეტიც, ძალიან ხშირად სწორედ მოგების გამო გადასხვაფერებული სცენარით მართლაც საინტერესო და კარგ წიგნს აფუჭებენ. ამის მაგალითი ძალიან ბევრია. თუნდაც ტოლკინის სამყაროს ეკრანიზაციისთვის შექმნილი სერიალი. ჯორჯ მარტინსაც არაერთხელ ჰქონდა ჭიდილი თავისი სამყაროს კანონების დასაცავად სერიალის სცენარისტებთან. გამონაკლისი არც საპკოვსკის მხედვარი გახლავთ. ასევე აქ გაიგებთ თუ როგორი იქნება გალაქტიკის მცველების საშობაო მოგზაურობა დედამიწაზე. რას უნდა ველოდოთ ახალ შავ პანტერაში. როგორი იქნება ჰოლმსების ოჯახზე გადაღებული ახალი ფილმი. გაუწევს თუ არა ახალი მაგიური სერიალი კონკურენციას ჰარი პოტერს და კიდევ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეებს. ასე რომ გვისმინეთ, რომ შემდეგ სიამოვნებით უყუროთ.