ჯორჯ მარტინი ანიმაციური სამყაროს კარებსაც შეაღებს - ეს და სხვა სიახლეები #6

01 დეკემბერი 2022, 16:41 795 ნახვა

ჯორჯ მარტინი ანიმაციური სამყაროს კარებსაც შეაღებს - ეს და სხვა სიახლეები #6

ტარანტინო არ ცხრება, კიანუ ჯონ კონსტანტინს გააცოცლებს, ჯორჯ მარტინი ანიმაციური სამყაროს კარებსაც შეაღებს. ჰარი პოტერის ფანებში განხეთქილებაა. ადამსების ოჯახი რეკორდებს ხსნის. ეს და კიდევ ბევრი საინტერესო რამ გადაცემა კინობლოგში. გამარჯობა, დღეს ხუთშაბათია და ტრადიციულად გელოდებათ კინობლოგი, ფილმების სერიალების და მთელი ამ მომნუსხველი კინოსამყაროს საკმაოდ საინტერესო რევიუთი. მიკროფონთან დათო ტრაპაიძეა, კარგია რომ აქ ხარ. გავიგოთ, რა ხდებოდა ამ ხნის მანძილზე საინტერესო კინოსამყაროში