29 მაისი 2022, 15:23 2995 ნახვა

ეკონომიკური ტენდენციები - იანვარი-აპრილი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, რუსეთში 3.6%-ით, ხოლო უკრაინაში 19.7%-ით შემცირდა - რის ხარჯზე იზრდება ადგილობრივი ექსპორტი და რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ქვეყნისთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტების: სპირტიანი სასმელების, ღვინის და მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტის შემცირება - კითხვებს ეკონომისტი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მურმან ცეცხლაძე პასუხობს.

 საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილში რუსეთიდან მიღებული ფულადი გზავნილები თითქმის 106 მილიონი დოლარით გაიზარდა და გზავნილების მთლიანი მოცულობის 43%-ზე მეტი შეადგინა - კიდევ რა ფაქტორებმა განაპირობა მაისში ლარის მკვეთრი გამყარება და რამდენად მოსალოდნელია აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნება უახლოესი პერიოდისთვის - კითხვებს "თიბისი ჯგუფი"-ს მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია პასუხობს.

 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2.5%-ით შემცირდა - რა ხდება შრომის ბაზარზე აჭარაში და რა შედეგებით დასრულდა მიმდინარე კვირაში რეგიონში ჩატარებული დასაქმების ფორუმი - კითხვებს აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ კახიძე პასუხობს.