18 დეკემბერი 2022, 17:13 2165 ნახვა

აჭარის 2023 წლის ბიუჯეტი

აჭარის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11%-ით გაიზარდა და ნახევარ მილიარდ ლარს გადააჭარბა - რატომ გამოუცხადა კიდევ ერთხელ ბოიკოტი ოპოზიციურმა ფრაქციამ სხდომას და როგორ აფასებენ უკვე დამტკიცებულ ბიუჯეტს უმცირესობის წარმომადგენელები - კითხვებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დეპუტატი გია აბულაძე პასუხობს.

 ბათუმის ბულვარის ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვის და განვითარების ხელშეწყობის დაფინანსება 4 მილიონ ლარზე მეტით იზრდება, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის გაზიფიცირებისთვის განკუთვნილი სახსრები კი 1.5 მილიონი ლარით მცირდება - რით არის განპირობებული ცვლილებები და რას ამბობენ მმართველ გუნდში ოპონენტების შენიშვნებზე - კითხვებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიკა გვიანიძე პასუხობს.

 2023 წელს ბათუმის, ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი კაპიტალური ფინანსური დახმარება უმცირდებათ - რა გავლენას იქონიებს აჭარის მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მუნიციპალიტეტების საქმიანობაზე და როგორ აისახა რეგიონში არსებული გამოწვევები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში - კითხვებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე პასუხობს.