20 თებერვალი 2022, 15:53 2994 ნახვა

უკრაინის კრიზისის შესაძლო ეკონომიკური შედეგები

2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა უკრაინასთან - $758 მლნ., რუსეთთან - $1 638 მლნ., ხოლო თურქეთთან $2 145 მლნ. იყო და ბოლო 5 წლის განმავლობაში იზრდებოდა - რა გავლენა შეიძლება იქონიოს ტენდენციაზე დაძაბულობამ შავი ზღვის რეგიონში - სტუმარი ეკონომისტი პაატა აროშიძე.

 ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში უკრაინიდან განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების წილი 5%-ით გაიზარდა, ხოლო რუსეთიდან და თურქეთიდან ჯერ ზრდის, შემდეგ კი შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა - რა გავლენას იქონიებს უკრაინის კრიზისი ტურიზმზე საქართველოში - სტუმარი ტურიზმის ექსპერტი ირაკლი თავართქილაძე.

 2021 წელს საქართველომ, უკრაინიდან, ფულადი გზავნილების სახით $92 მლნ., რუსეთიდან - $411 მლნ., ხოლო თურქეთიდან - $104 მლნ. მიიღო - როგორ იმოქმედებს უკრაინის კრიზისი ქვეყნის შემოსავლებსა და ფინანსურ სექტორზე - სტუმარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.