20 ნოემბერი 2022, 16:21 1534 ნახვა

ჯილდოები და გამოწვევები აჭარისთვის

ბათუმს მსოფლიოში სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტული მიენიჭა - რა გამოწვევების წინაშე აყენებს ახალი სტატუსი ტურისტულ ქალაქს და შეძლებს თუ არა აჭარა ღირსეულად უმასპინძლოს "World Travel Awards 2023"-ის გალა ცერემონიალს - კითხვებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე პასუხობს.

 ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულებების ჩამონათვალშია - გაზრდის თუ არა ტურიზმის "ოსკარი" ევროპული ქვეყნების მოქალაქეების ინტერესს აჭარისადმი და რა გავლენა ექნება სიახლეს რეგიონში ტურიზმის ბიზნესზე - კითხვებს ბიზნესმენი, სასტუმრო "მარანი"-ს მფლობელი ვაჟა დავითაძე პასუხობს.

 "აჭარაბეთ არენა" - იგივე ბათუმის სტადიონი უძრავი ქონების "ოსკარი"-ს მფლობელია - რას ნიშნავს აღნიშნული აჭარის უძრავი ქონების ბაზრისთვის და განაპირობებს თუ არა ეს რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობის ზრდას მშენებლობის სექტორში - კითხვებს ეკონომისტი ნინო კონცელიძე პასუხობს.