ჩარლი უოთსი: ისტორია, კარიერა, ფაქტები...

05 სექტემბერი 2021, 14:54 266 ნახვა

ჩარლი უოთსი: ისტორია, კარიერა, ფაქტები...

მარადიული TheRollingStones-ის ლეგენდარული დრამერის ჩარლი უოთსის ცხოვრებისეული ისტორიები, კარიერა და ფაქტები....
TheRolling Stones-ის ლეგენდარული დრამერის ჩარლი უოთსის ტოპ საუკეთესო დრამ პარტიები.

მისალმება... ჩარლი უოთსი - შესანიშნავი პიროვნება, The Rolling Stones-ის ლეგენდარული დრამერი, რომელიც მარადიულ კუმირად დარჩება მილიონობით ადამიანის მეხსიერებასა და გულებში... დღეს ეს ბრიტანელი მუსიკოსი ყველა დროის ბუმბერაზ დრამერთა ჩამონათვალში საპატიო ადგილს იკავებს. ახალგაზრდა როკ-ჯგუფში იგი დაარსებიდან ერთი წლის თავზე აიყვანეს და ბენდის შემადგენლობაში სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. მხოლოდ მისი მუსიკის ჭეშმარიტმა თაყვანისმცემლებმა იციან რომ უოტსს „როლინგების“ მიღმა, გასტროლები საკუთარ ჯგუფებთან თუ სხვა პროექტების ფარგლებში ჩაუტარებია, ასევე, ჰქონია კონცერტები ლონდონურ ჯაზ-კლუბ რონი სკოტში... როგორც თავად მუსიკოსი განმარტავდა, სწორედ ჯაზურმა გავლენებმა ჩამოუყალიბა დასარტყამ ინსტრუმენტზე შესრულების მისებური სტილი. სამწუხაროდ ჩარლი უოთსი, 2021-ის 24 აგვისტოს, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა: უმეტესობას იგი დაგვამახსოვრდება მუდამ მოკრძალებულ, მომღიმარ, ნათელ და ძალზედ მშვიდ პიროვნებად, იმდენად რომ ბევრს ჰგონია, ჩარლიმ სიცოცხლე არხეინად გაატარა, მაგრამ ასე მხოლოდ ზღაპრებში ხდება ... დღეს „ფმ-ფანტაზიების“ სპეც-ეთერში, როლინგ სთოუნსის განუყოფელი წევრის, უნიკალური ჩარლი უოთსის ცხოვრების ისტორიაზე გიამბობთ, მოგიყვებით თუ რა დარჩა კულისებს მიღმა...