საქართველოს საკალათბურთო ნაკრები პირველობისთვის ბრძოლას გამოეთიშა 

21 ივლისი 2022, 10:28 738 ნახვა

თბილისში მიმდინარე ევროპის 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, B ჯგუფის დასკვნით ტურში საქართველოს ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან 73:76 დამარცხდა და ჯგუფური ბარიერი ვერ გადალახა.

მესამე მეოთხედის დასაწყისში მილოშ გლიგორიევიჩის გუნდი 13 ქულით დაწინაურდა, მაგრამ მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა.

საქართველოს ნაკრები 23 ივლისს მე-9 ადგილისთვის მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი