რუსულ აგრესიას 358 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1039 - უკრაინის პროკურატურა

21 ივლისი 2022, 10:40 1122 ნახვა

21 ივლისის დილის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად, 1039-ზე მეტი ბავშვი დაშავდა, მათგან 358 დაიღუპა. ინფორმაციას უკრაინული მედია გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე განცხადებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, ვინაიდან მიმდინარეობს მონაცემთა დაზუსტდება აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე.

ყველაზე მეტი ბავშვი დონეცკის, ხარკოვისა და კიევის რეგიონებში დაშავდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი