პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში ან საზოგადოებრივ ცენტრში 75 ლარი გახდება.ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 18 ივლისის დადგენილებაშია საუბარი.
დადგენილების თანახმად, სპეციალური სარიტუალო მომსახურების ფასები იზრდება.
რაც შეეხება სპეციალური სარიტუალო მომსახურებას ქორწინების სახლში, შაბათ-კვირას მისი ღირებულება 150 ლარის ნაცვლად, 225 ლარი, ხოლო სამუშაო დღეებში 90 ლარის ნაცვლად, 135 ლარი იქნება;
შენობის გარეთ ადგილზე მომსახურება 170 ლარიდან 255 ლარამდე იზრდება.