25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - გარემო

20 ივლისი 2022, 11:54 944 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი.

19-21 ივლისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +20, +25 გრადუსი დაფიქსირდება, 22 ივლისიდან კი +23, +28 გრადუსამდე მოიმატებს.

მათივე განცხადებით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 19-20 ივლისს შენარჩუნებული იქნება ცხელი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +31, +36 გრადუსი იქნება, ხოლო 21 ივლისიდან +26, +31 გრადუსამდე დაიკლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი