დაპირებების მიუხედავად, გერმანიის მთავრობამ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა არ გაზარდა, ხოლო ოპოზიცია კი ასეთ ქცევას სამარცხვინოდ მიიჩნევს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა დი ველტი წერს.
18 ივლისს გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინას მანამ, სანამ საჭიროება იქნება ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, ფინანსურად და იარაღის მიწოდებით კუთხით. თუმცა, გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიის ხელისუფლების ქმედებები ფედერალური კანცლერის განცხადებებს არ შეესაბამება.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში, უკრაინამ შეიარაღების მხოლოდ ორი მიწოდება მიიღო. გერმანიის ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს მთავრობას შეიარაღების მიწოდების ნაკლებობის გამო. ოლაფ შოლცს აკრიტიკებენ მმართველ კოალიციაშიც.