ქართველი კალათბურთელები პლეი-ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებენ

20 ივლისი 2022, 10:38 517 ნახვა

საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრებმა თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში მე-2 გამარჯვება იზეიმა და მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა. მილოშ გლიგორიევიჩის შეგირდებმა კოსოვოსთან შეხვედრაში პირველი ტაიმი სუსტად ჩაატარეს, თუმცა, მე-2 ნახევარში მეტოქე 54: 24 დაამარცხეს და საბოლოოდ 92:59 იმარჯვეს.

საქართველოს ნაკრებში 21 ქულით ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ თავაქარაშვილი იყო, ნიკოლოზ გაფრინდაშვილმა 17 ბურთი ჩააგდო, ვახტანგ გოგბერაშვილმა კი – 10. ამ წარმატების შემდეგ, ქართველ 20-წლამდელებს B ჯგუფში 2 მოგება და 1 მარცხი მოუგროვდათ და ჩრდილოეთ მაკედონიას გაუთანაბრდნენ. ჩვენი ჯგუფიდან პირველი ადგილით მეოთხედფინალში შვედეთი გავა, რომელმაც ოთხივე შეხვედრა მოიგო.

ხოლო თუ ვინ იქნება B ჯგუფიდან პლეი ოფის მე-2 საგზურის მფლობელი, დღეს გაირკვევა, როდესაც საქართველო და ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდება. მატჩი 19:00 საათზეა დაგეგმილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი