ბასილაშვილი პირველივე წრეში დამარცხდა

20 ივლისი 2022, 10:28 539 ნახვა

ჰამბურგში, „ეი-ტი-პი“-ს ATP-ის 500-იანი კატეგორიის ტურნირში დაიწყო ასპარეზობა ამ ტურნირის ბოლო ორი გათამაშების ჩემპიონმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. პირველ წრეში მისი მეტოქე რუსი ასლან კარაცევი იყო.

სამწუხაროდ ქართველმა ჩოგბურთელმა თითქმის წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დათმო შეხვდრა, ნიკამ მხოლოდ პირველ სეტში მოახერხა ოთხი გეიმის აღება, საბოლოო ჯამში 1 საათში 4:6, 0:6 წააგო და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში