ჭაბუკ მოჭიდავეთა წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

20 ივლისი 2022, 10:17 560 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა 15-წლამდე ნაკრებმა სულ 3 ოქროსა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ლოლუა, ერეკლე თავბერიძე და გიორგი ალადაშვილი. დავით გაბედავამ, რეზი გუჯაბიძემ და ლუკა ფიფიამ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 120 ქულით მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 14 წლის ფალავანი ვახტანგ ლოლუამ დაახლოებით ერთი თვის წინ 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, ზაგრებში კი ოქროს მედალს 15-წლამდე ევროპირველობაზე დაეუფლა. წარმატებით იასპარეზეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმაც.

ცნობილი ქართველი მოჭიდავის გენო პეტრიაშვილის უმცროსი ძმა, კონსტანტინე პეტრიაშვილი და ლუკა კვატაშიძე ევროპის ჩემპიონები გახდნენ. გიორგი მაისურაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ასევე მესამე ადგილზე გავიდა მათე ცინაძეც.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი