ჩინეთი უკრაინაში კრიზისულ ვითარებაში ჩართულ სახელმწიფოებს შორის არ არის, მაგრამ ჩვენ ესკალაციას უმოქმედოდ არ დავაკვირდებით - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარში განაცხადა. მისივე თქმით, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია.
პეკინი არ აპირებს ცეცხლზე ნავთის დამატებას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს - აცხადებს ჩინეთის მთავარი დიპლომატი.