სოსო გოგაშვილის საქმის დეტალები

17 ივლისი 2022, 20:00 769 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეს, სოსო გოგაშვილს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. გამოძიება სამი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების ან პერსონალური მონაცემების ხელყოფის მუხლით დაიწყო.

ცნობისთვის, სოსო გოგაშვილი გუშინ საკუთარ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუს-ში განაცხადეს, რომ გოგაშვილის დაკავება "მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს უკავშირდება და არა ახალს".

დაკავებულის ადვოკატების თქმით, სოსო გოგაშვილი სიმართლისთვის ბრძოლას აპირებს და ის დოკუმენტებს, რომლის გავრცელებასაც აპირებდა, უახლოეს დღეებში გაასაჯაროებს.

დაკავებულის ადვოკატის განცხადებით, ეს დოკუმენტები საზღვარგარეთ, "საიმედო ხელშია", რომელიც მისი განმარტებით, არჩევნების გაყალბებას ეხება.

მისივე ინფორმაციით, სოსო გოგაშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა. რადგან ამ დროს, სავარაუდოდ, ანაბეჭდის აღების მიზნით,  ხელებზე კონკრეტულ იარაღს უდებდნენ სამართალდამცველები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში