საერთაშორისო ტურნირი კიკ-ბოსქინგში 

17 ივლისი 2022, 17:02 906 ნახვა

დღეს ბათუმში აჭარის კიკბოქსინგის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო ტურნირი კიკბოქსინგში კადეტთა და ჭაბუკთა შორის, რომელიც K 1-ის ვერსიით ჩატარდა. ასპარეზობაში სხვადასხვა წონით კატეგორიის 150-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრება როგორც სამოყვარულო, ასევე პროფესიონალურ კიკბოქსინგში ჩატარდა. სამოყვარულო შეჯიბრში ბათუმელმა სპორტსმენებმა ოთხი ოქროს და სამი ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

გამარჯვებულები გახდნენ ოლეგ ბერიძე, ბოგდან მოროზენკო, დემეტრე მოდებაძე და არჩილ მახარაძე. პროფესიონალურ ორთაბრძოლებში სანდრო მგელაძემ გაიმარჯვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი