რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავის გახსნა

13 ივლისი 2022, 20:04 1476 ნახვა

დღეს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“  ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის ვარსკვლავი გაიხსნა. რევაზ ჩელებაძე სხვადასხვა დროს იცავდა თბილისის „დინამოს“, ლანჩხუთის „გურიასა“ და ბათუმის „დინამოს“ ღირსებას. იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი. 1978 წელს გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, 1977 წლის ვიცე-ჩემპიონი და ორგზის ბრინჯაოს პრიზიორი. საბჭოთა კავშირის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. 1980 წლის ფინალისტი. 1981 წელს იყო თასების მფლობელთა თასის მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი. რევაზ ჩელებაძემ საფეხბურთო კარიერის განმალობაში 255 შეხვედრაში 114 გოლი გაიტანა. 2012 წლის 25 სექტემბერს ქობულეთში მისი სახელობის სტადიონი გაიხსნა. მის მიერ უნიკალური სტილით შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმები გულშემატკივრებში  „ჩელეს პენალტის“ სახელითაა ცნობილი.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი