საფრანგეთში მასშტაბური ტყის ხანძარია

13 ივლისი 2022, 09:34 532 ნახვა

საფრანგეთში ტყის ხანძრის სამი კერა გაჩნდა ჟირონდის დეპარტამენტში.  ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო რეგიონში საფრთხის  ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ხანძარი პირველი კერა ლანდირასის მუნიციპალიტეტში გაჩნდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკვე დამწვარია 600 ჰექტარი. ადგილზე 80 მაშველია მობილიზებული.

მეორე კერა ქალაქ ლა-ტესტ-დე-ბიუშშია. ცეცხლის ჩაქრობაში 80 მეხანძრე-მაშველია ჩართული, 70 ჰექტარი ძლიერი კვამლით არის დაფარული.

ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკის  სამოცი ერთეულის გარდა, მეხანძრეების მხარდასაჭერად  ორი თვითმფრინავიც არის მობილიზებული. ხანძრის მესამე კერა სუზანშია. ის უკვე რამდენიმე ჰექტარზეა გავრცელებული.

მეხანძრეები იმედოვნებენ, რომ ცეცხლის ლოკალიზებას  სწრაფად შეძლებენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში