აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი

13 ივლისი 2022, 09:25 647 ნახვა

აშშ დარწმუნებულია უკრაინის მთავრობის ვალდებულებაში, სათანადოდ დაიცვას და აღრიცხოს ამერიკული წარმოების იარაღი, – ამის შესახებ  უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ განაცხადა. მისი თქმით, აშშ სერიოზულად უდგება თავის პასუხისმგებლობას, დაიცვას ამერიკული თავდაცვითი ტექნოლოგიები და აღკვეთოს მათი უკანონო გავრცელება.

აშშ აქტიურად თანამშრომლობს უკრაინასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს ანგარიშვალდებულება აშშ-ის მიერ გაწეული თავდაცვისა და უსაფრთხოების დახმარებისთვის - ამბობს ჯენკინსი  და ხაზგასმით აღნიშნავს,  რომ რისკის შემცირების ყველაზე ეფექტიანი გზა რუსეთის მიერ ამ ომის დასრულება და უკრაინიდან „თავისი ძალების გაყვანაა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში