უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთმა კარგად იგრძნო, რას ნიშნავს თანამედროვე არტილერია და, რომ უკრაინის მიწაზე, რომელიც ოკუპირებული აქვს, უსაფრთხო ზურგი არსად ექნება.
ზელენსკის თქმით, რუსეთმა იგრძნო, რომ უკრაინელი მზვერავების ოპერაციები გაცილებით ძლიერია, ვიდრე მისი ნებისმიერი სპეცოპერაცია და რუსი ჯარისკაცების საუბრების მოსმენიდან იციან, რომ მათ ეშინიათ უკრაინის შეიარაღებული ძალების.
ბოლო დღეებში უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკული სარაკეტო სისტემების გამოყენებით, წარმატებული შეტევები განახორციელეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ხერსონის ოლქში.