ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელიაზე დიდ იმედებს ვამყარებთ

13 ივლისი 2022, 10:47 1126 ნახვა

"ნაპოლი" აგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის. ხვიჩა კვარცხელიასა და მისი ახალი თანაგუნდელებისთვის დიმაროში ვარჯიშის მეოთხე დღე დასრულდა. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობენ გუნდის ახალწვეულები.

ლუჩანო სპალეტიმ კიდევ ერთხელ უპასუხა ჟურნალისტების კითხვებს და ხვიჩასთან და სერჟიო ოლივეირასთან დაკავშირებით ეს თქვა:

"ჩვენ კვარაცხელიასა და ოლივეირაზე დიდ იმედებს ვამყარებთ. მათთვის შევიმუშავეთ მზადების პერსონალური პროგრამა, რათა სიტუაციასთან შეგუება გავუმარტივოთ". მზადების პირველ დღეს სპალეტიმ ხაზი გაუსვა, რომ ხვიჩა ფიზიკურ მომზადებაში მომატებას საჭიროებდა.

როგორც ჩანს, ეს სწორედ იმ პერსონალური პროგრამით უნდა მოხდეს, რომელზეც "ნაპოლის" მწვრთნელმა ილაპარაკა.

შეგახსენებთ, რომ 14 ივლისს "ნაპოლი" პირველ ამხანაგურ მატჩში ვალ დი ნონის "ანაუნეს" შეხვდება. ეს დღე მნიშვნელოვანია ხვიჩასთვის, როგორც "ნაპოლიში" არაოფიციალური დებიუტის დღე.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი