ევროკავშირმა 13.8 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

12 ივლისი 2022, 14:05 535 ნახვა

24 თებერვალს  რუსეთის  უკრაინაში  შეჭრის შემდეგ ევროკავშირმა  13  მილიარდ  8 მილიონი ევროს ოდენობით  რუსული აქტივები გაყინა - განაცხადა ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა.    

ევროკომისრის თქმით,  დაყადაღებული აქტივების  ძალიან დიდი ნაწილი, 12 მილიარდზე მეტი ევროკავშირის წევრ  ხუთ  ქვეყანაზე მოდის.

ამ ქვეყნების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან ამ  ძალისხმევას.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში