გაერო-ს 50-მდე ქვეყანამ უკრაინაში რუსეთის ქმედებები დაგმო

12 ივლისი 2022, 14:04 488 ნახვა

გაეროს თითქმის 50-მა ქვეყანამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც გმობს რუსეთის მცდელობებს გაამართლოს უკრაინაში შეჭრა "ნეო-ნაცისტების" და "ნეო-ფაშისტების" წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყალბი ნარატივებით.

ჩვენ ვგმობთ რუსეთს, რომელმაც  კიდევ ერთხელ ბოროტად გამოიყენა თავისი ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში დეზინფორმაციის გასავრცელებლად. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის მუდმივ მცდელობებს, დაამახინჯოს ისტორია საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და გაავრცელოს ცრუ ნარატივები და დეზინფორმაცია მეზობელი ქვეყნების შესახებ, სხვებისთვის ნეო-ფაშისტების და ნეო-ნაცისტების იარლიყების მიწებებით -ნათქვამია დოკუმენტში.

გაეროს წევრი 46 ქვეყნის წარმომადგენელმა მტკიცე  მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და  რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მისი მტრული დეზინფორმაციული კამპანიების, ასევე  სასტიკი და მიზანმიმართული ომის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი