გია ზედანიას სახელობის ტურნირი

12 ივლისი 2022, 14:18 871 ნახვა

ბათუმში დასრულდა „დინამოს“ ვეტერანი ფეხბურთელის გია ზედანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში 2010 წელს დაბადებულ ჭაბუკთა შორის. შეჯიბრება ტრადიციულია და უკვე მე-17 წელია ტარდება. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის 14-მა გუნდმა მიიღო.

გია ზედანიას სახელობის ტურნირის გამარჯვებული „სამტრედია“ გახდა, მეორე ადგილზე მარტვილის „მერანი“ გავიდა, ბათუმის „დინამომ“ კი მესამე ადგილი დაიკავა. ერთკვირიანმა ასპარეზობამ სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოები გამოავლინა.

ბომბარდირი ბათუმელი ცოტნე ვაშაყმაძე გახდა, ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად კი „სამტრედიას“ ფეხბურთელი ნიკოლოზ ჩომახიძე დაასახელეს. შეჯიბრება აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი