უკრაინის თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებით მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის მეოთხე შეხვედრა, რომელიც ცნობილია როგორც "რამშტაინის ფორმატი", 20 ივლისს ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურმა აშშ-ისა და უკრაინის თავდაცვის მინისტრების ლოიდ ოსტინისა და ალექსეი რეზნიკოვის სატელეფონო საუბრის შესახებ განაცხადა.
ოსტინი რეზნიკოვს ახალი 400 მილიონი დოლარის დახმარების პაკეტის შესახებ ესაუბრა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 8 ივლისს მოაწერა ხელი.
რეზნიკოვმა ამერიკელ კოლეგას ფრონტზე არსებული ვითარება გააცნო. მინისტრებმა ასევე განიხილეს რამშტაინ 4-ის შემდეგი შეხვედრის დღის წესრიგი.
რამშტაინის ფორმატის მონაწილეთა შემდეგი შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართება.