ნიკოლაევში სამედიცინო დაწესებულებები და საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს - უკრაინული მედია

12 ივლისი 2022, 10:11 737 ნახვა

უკრაინის ქალაქ ნიკოლაევში ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა. რუსი სამხედროების მიერ ნასროლი ბომბი, ორ სამედიცინო დაწესებულებასა და საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა - ამის შესახებ უკრაინული მედია ქალაქის მერზე დაყრდნობით წერს.

ალექსანდრე სენკევიჩის განცხადებით, დაბომბვის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, თუმცა მონაცემები ზუსტდება.

მან მოსახლეობას მოუწოდა არ დატოვონ თავშესაფრები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი