პორტუგალიაში 4 დღეა ტყე იწვის

11 ივლისი 2022, 10:19 732 ნახვა

პორტუგალიაში ტყის ხანძრების შედეგად 30-მდე ადამიანი დაშავდა. მაღალი ტემპერატურისა და გვალვის გამო გაჩენილ ხანძარს უკვე მეოთხე დღეა ვერ აქრობენ. დამწვარია 2 500 ჰექტრამდე ტერიტორია.

ხანძრის საფრთხის გამო ცხრა დასახლებული პუნქტის მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ხანძრის ჩაქრობაში 3 000-ზე მეტი მეხანძრე და 60 ერთეული საჰაერო ტექნიკაა ჩართული.

ევროკავშირმა დახმარების სპეციალური პროგრამა გაააქტიურა, რათა სხვა წევრმა ქვეყნებმა პორტუგალიელი კოლეგებისთვის დახმარების გაგზავნა შეძლონ.

სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ მომდევნო დღეებში პორტუგალიაში ჰაერის ტემპერატურა 43 გრადუსამდე გაიზრდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი