ვითარება უკრაინაში

11 ივლისი 2022, 10:35 604 ნახვა

გამთენიისას ხარკოვში სამი აფეთქების ხმა გაისმა. რუსული რაკეტა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ექვსსართულიან საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. შენობა ნაწილობრივ განადგურებულია. მაშველებმა ნანგრევებიდან ერთი მოხუცი ქალის ამოყვანა შეძლეს. აფეთქებები იყო მიკოლაივსა და სუმის ოლქშიც. ნგრევისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

რუსმა სამხედროებმა ჭურვები ბახმუტის მიმართულებითაც გაისროლეს, რამაც ხანძრის გაჩენა გამოიწვია. დამწვარია შვიდი კერძო სახლი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსების საარტილერიო ბრიგადის სამეთაურო პუნქტს დაარტყეს ხერსონის ოლქში. უკრაინული გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური ზარალი მიიღეს, მოკლულია 40-მდე რუსი მებრძოლი.

უკრაინელმა მაშველებმა კიდევ 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტის ჩასივი იარის საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში. დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში