სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ბარში სროლას 15 ადამიანი ემსხვერპლა

10 ივლისი 2022, 13:45 759 ნახვა

სამხრეთ აფრიკის ქალაქ სოვეტოში მდებარე ბარში ცეცხლსასროლი იარაღით 15 ადამიანი მოკლეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელები ბარში დილის საათებში შევიდნენ და უმისამართო სროლა დაიწყეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

ბოლო მონაცემებით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი, დაშავებულები ჰოსპიტალიზებულია, ზოგიერთის მდგომარეობა კრიტიკულია.

მსხვერპლთა ასაკი 19-დან 35 წლამდე მერყეობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი