ბორის ჯონსონი შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს - The Telegraph

10 ივლისი 2022, 10:57 900 ნახვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მომავალ არჩევნებზე პოლიტიკიდან წასვლას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა ტელეგრაფი წერს.  ჯონსონი ახლა უარს არ იტყვის საპარლამენტო მანდატზე, რათა თავიდან აიცილოს თემთა პალატის შუალედური არჩევნები.

გამოცემის თანახმად, ჯონსონი ახლა არჩევანის წინაშეა  მომავალ არჩევნებზე დაასრულოს პოლიტიკური კარიერა თუ მიბაძოს მის წინამორბედს ტერეზა მეის, რომელიც პრემიერის პოსტის დატოვების შემდეგ აგრძელებს საპარლამენტო საქმიანობას. შემდგომ ჯონსონი შესაძლოა ჟურნალისტიკას და ლექციებს დაუბრუნდება.

ცნობილი გამოცემა ჯონსონისგან  ჯერ კიდევ ელოდება  უილიამ შექსპირის ბიოგრაფიას, რომლის გამოცემა ჯერ კიდევ 2016 წელს იგეგმებოდა დრამატურგის გარდაცვალების 400 წლისთავზე, მაგრამ ჯონსონის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ წიგნის გადაცემა გადაიდო. 

ჯონსონმა მაშინ გამოცემისგან ავანსის სახით 100 ათასამდე დოლარი მიიღო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი